ხელოვნების სასახლეში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნება 

კითხვის დრო: 1 წთ.

Anzor erq28 ივლისს, 18:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გაიხსნება გამოჩენილი მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის (1940-2021) ბიუსტი. ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გია ჯაფარიძე.

ანზორ ერქომაიშვილმა დააარსა ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“, 1972 წლიდან მოიძია და აღადგინა 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ისტორიული ჩანაწერი და 2001 წელს ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. მისი ღვაწლი დაფასებულია საქართველოს სახელმწიფო პრემიით, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიითა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე.