საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებლის ამირან შალიკაშვილის უცნობ ლექსებს 5 ივნისს, 21 საათზე პანტომიმის თეატრის ოფიციალურ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი რომა რცხილაძე გააჟღერებს8
დიდი მაესტროს გაზრდილი მსახიობები კი პანტომიმის უსიტყვო ხელოვნებას კიდევ ერთხელ გვაზიარებენ.
გაიხსენეთ:
სპექტაკლის დასასრულს, ყოველი მსახიობისთვის, ხმამაღალი ტაშის გაგება ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ხოლო ახლა თანამედროვე სამყაროში, მაყურებლების უსიტყვო ტაში (Like) იქნება პანტომიმის თეატრის მსახიობების ბედნიერების მიზეზი.
პროექტი ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
