პანტომიმის თეატრის სპექტაკლები გაუქმებულია

კითხვის დრო: 1 წთ.

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლები გაუქმებულია.

ინფორმაცია თეატრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნოემბრის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები: “კიდევაც დაიზრდებიან”, “მოხუცი და ზღვა”, “კრიმანჭული” და “შექსპირის სონეტები” გაუქმებულია.

შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი გისურვებთ ჯანმრთელობას!”