
მომღერალმა ანი ღლონტმა ომიდან 11 წლის შემდეგ, ულამაზესი სიმღერა ჩაწერა. “სძინავს ტბას” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც ომში დაღუპულ გმირებს ეძღვნებათ:
“ეს სიმღერა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა დიდი ქაოსის შემდეგ დასადგურებულ სიჩუმესთან, ტკივილთან, სევდასთან, დაღამებასთან, რომლის უკანაც დიდი, მძიმე შრომით დატვირთული დღე დგას…
ისტორიის ფურცლები:
ეს დღე ჩემთვის 8 აგვისტოა! მეტს არაფერს დავწერ. უბრალოდ ვიტყვი – დიდება იმ გმირებს, რომლებმაც ჩემთვის, შენთვის, სამშობლოსთვის თავი გასწირეს!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნიჭიერეს კატო კვარაცხელიას, რომელმაც სასწაული აკომპონიმენტი გამიკეთა! საოცრებაა ეს ბავშვი! კატო მიყვარხარ. დიდი მადლობა ბატონ ზაზა თაბაგარს და Legato records studio-ს.”

