
ანი ღლონტმა თავისი ცხოვრება თორნიკე მაისურაძეს დაუკავშირა. წყვილმა ერთმანეთი ეკა ხოფერიას ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას სიმღერის დროს გაიცნო და მათმა ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო.
ისტორიის ფურცლები:
თორნიკე ანის ოჯახში ესტუმრა და საყვარელი გოგონა დანიშნა. 12 ივნისს კი საქორწილო სუფრა მცხეთაში, რესტორან “გუჯარში” გაიშალა.
წყვილის გაბედნიერებას მეგობრების და ოჯახის წევრების გარდა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებიც ესწრებოდნენ.

