აჩიკო ნიჟარაძის მთავარი საჩივარი

კითხვის დრო: 2 წთ.

აჩიკო ნიჟარაძის მთავარი საჩივარიმომღერალ აჩიკო ნიჟარაძის სამართლიანი და გულწრფელი საჩივარი საქართველოს და ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიან ყოფას შეეხება:

“ქართველი ხალხი ყოფილა ყველაზე გამძლე ერი მთელ მსოფლიოში, ამდენი წლის მანძილზე ამდენ იდიოტს რომ უძლებს. სად მოგროვდით ერთმანეთზე უარესი ხალხი, ან ასე როგორ არ გიყვართ ეს ქვეყანა?

საზიზღარი საყურებლები ხართ ყველა!

ისტორიის ფურცლები:

ხალხს სიმშვიდე სჭირდება, ამდენი წლის მანძილზე ვერცერთმა ვერ მოახერხეთ ის, რომ ხალხი უბრალოდ სიმშვიდეში გვაცხოვროთ!

არჩევნები, რევოლუცია, მიტინგები, ომი, დაკარგული ტერიტორიები, დაჭერები, ძალადობა, გაჭირვებული ხალხი, შურისძიება! ეს არის ჩვენი წარსული ცხოვრების 30 წელი. კიდე რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს! გეყოფათ ყველას ერთად საკმარისია!

საზიზღარი სახეები, რომლებსაც არ გიყვართ საქართველო დაახვიეთ ქვეყნიდან! დაიღალა ხალხი არჩევნებიდან არჩევნებამდე წნეხში და გაუსაძლის პირობებში ცხოვრებით!”

Artinfo.ge