„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ მეორე კონცერტი წყალტუბოში გაიმართა

Tata licheკონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით იმართება.

Tata lich
17 მარტს წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში გამართულ კონცერტში თამარ ლიჩელმა, დუდანა მაზმანიშვილმა, ვალერიან შიუკაშვილმა, ლიზი რამიშვილმა, ნოდარ მდივანმა, ირაკლი ევსტაფიშვილმა, ნათია ქავთარაძემ, გიორგი ხაინდრავამ მიიღეს მონაწილეობა.

Tata lic

ეს არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელიც ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება – ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას. პროექტის ფარგლებში სრულდება როგორც დიდ ქართველ კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ამგვარად, მსმენელს საშუალება აქვს სრულყოფილი შთაბეჭდილება შეექმნას ქართულ კლასიკურ მუსიკაზე და სისტემატურად გაეცნოს ამ სფეროში არსებულ სიახლეებს.

Tata li

აღსანიშნავია ის, რომ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს კლასიკური მუსიკის არაერთ სფეროს – საფორტეპიანოს, კამერულს, ვოკალურს და შესაბამისად, საკმაოდ მრავალფეროვანია ჟანრული თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მეტი მუსიკოსის ჩართულობას უწყობს ხელს.

Tata l

თამარ ლიჩელი, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

Tata lichel

“კონცერტების სერია “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები” მესამე წელია ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით. სათაურდან გამომდინარე, პროექტის მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არამარტო თბილისში, არამედ შეძლებისდაგვარად საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში. ჩვენ უკვე არაერთი რეგიონი მოვიარეთ, ჩავატარეთ კონცერტები და მასტერკლასები თელავში, ზესტაფონში, სენაკში, ბორჯომში, ქუთაისში, ბათუმში და, აი, წელს “კლასიკური მუსიკის საღამოების” სერია გაიხსნა ხონში, სადაც დაგვხვდა არაჩვეულებრივი მსმენელი. მინდა აუცილებლად ვახსენო ყველა, ვინც ამ კონცერტში მიიღო მონაწილეობა: ვალერიან შიუკაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, ლიზი რამიშვილი, ნოდარ მდივანი, ირაკლი ევსტაფიშვილი, ნათია ქავთარაძე, გიორგი ხაინდრავა და მადლობა ვუთხრა მათ. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მსმენელს, ადგილობრივ სკოლასა თუ მუნიციპალიტეტს, ვინც სიხარულით, ინტერესითა და სითბოთი ხვდება ჩვენს პროექტს.

სპეციალურად “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებისთვის” არაერთი ნაწარმოები შეიქმნა, ჩატარდა მასტერკლასები და შეხვედრები ახალგაზრდა მუსიკოსებთან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქს.”