თაკო ნაცვლიშვილის თხოვნა

თაკო ნაცვლიშვილის თხოვნაქართველი მოდელის თაკო ნაცვლიშვილის თხოვნა მიმართულია ყველასკენ, ვისაც შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია უცხოელებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში:

“1 კარი იხურება, მაგრამ 100 სხვა იღება.

მეგობრებო, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. პუტინი თავს დაესხა საქართველოს ეკონომიკას და აკრძალა ფრენები რუსეთიდან საქართველოში. სამწუხაროდ, ეს იმოქმედებს ბევრი ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავალიც სწრაფად შემცირდება, ჩვენი ეკონომიკა დაზარალდება, მაგრამ დიდი ხნით არა.

საბედნიეროდ, საქართველოს ბოლოს და ბოლოს აქვს შანსი, ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინოს და ტურიზმის სტრატეგია წინ წაწიოს დამოუკიდებელი და მდგრადი მომავლისთვის. სანამ ეს მოხდება, ჩვენი მოქალაქეები უნდა გადარჩნენ, ამიტომ ქართველებმა დაიწყეს კამპანია იმოგზაურე საქართველოში.

გთხოვთ დაწერეთ, დაპოსტეთ, გააზიარეთ და უამბეთ ყველას, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რომელიც აბრეშუმის, ღვინის, სიმღერის, მდიდარი კულტურის, ისტორიის მიწაა და საოცარი ბუნება აქვს.”