1 ივლისი, 2020

იასუჰირო კოჯიმა – იაპონელი დაუჯერებელი ქართულით

იასუჰირო კოჯიმა - იაპონელი დაუჯერებელი ქართულითიასუჰირო კოჯიმა ტოკიოს საერთაშორისო სწავლებათა უნივერსიტეტის ლექტორი, ლინგვისტი და იაპონიის საელჩოს ატაშეა.

ის არის იაპონელი, რომელიც საუბრობს ქართულ, მეგრულ, სვანურ, ლაზურ ენებზე და ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში იაპონელებს ქართულად საუბარს და წერა-კითხვას ასწავლის.

საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდა მეცნიერმა ქართულიდან იაპონურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელის, ლაშა თაბუკაშვილის ნაწარმოებები.

ჰყავს ქართველი მეუღლე და ერთი შვილი – შოთა.