პოეტისა და მწერლის ვაჟა ფშაველას და უძლიერესი მოჭიდავის კულა გლდანელის საოცარ ამბავს ოპერის მომღერალი ვანიკო გალუაშვილი გვიზიარებს:
“ივანე ყირიმელაშვილი — კულა გლდანელი (1858 – 1934) დაიბადა სოფელ გლდანში და გახლდათ ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი, რომელმაც სახელი თბილისის უბნებში ჭიდაობით გაითქვა. პირველმა დააარსა თბილისში საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები.
გაიხსენეთ:
1883 წელს მეგობრების დახმარებით, თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად.
საბედნიეროდ, ასეთებიც ხდებოდა…”
