16 წლის ხელოვანი – კომპოზიტორი, მხატვარი და პოეტი – ლიზი ბუდაღაშვილი საავტორო კონცერტს გამართავს.
ისტორიის ფურცლები:
17 მაისს თბილისში, კომპოზიტორთა სახლში ჩატარდება ლიზის საავტორო მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტი, სადაც შესრულებულდება მისი ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის, დუეტები ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის, ფორტეპიანოსა და ჩელოსთვის, ფორტეპიანოსა და ჰობოისთვის, სასიმღერო ნაწარმოებები. ავტორთან ერთად ნაწარმოებებს შეასრულებენ წარმატებული მუსიკოსები.
ლიზი ბუდაღაშვილი ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეა. ის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის მაკა ვირსალაძის კლასში ირიცხება.
