16 წლის ლიზი ბუდაღაშვილი რიგით მეორე კრებულის “მზეს*უმზირა” წარდგინებას 22 ნოემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გამართავს.
წიგნში შესულია შემოქმედის ლექსები და პროზა. ეს ლიზის მეორე კრებულია. პირველი კრებული 2013 წელს გამოიცა.
ისტორიის ფურცლები:
მწერალთა სახლში დაგეგმილ საღამოზე წიგნის წარდგინებასთან ერთად მოეწყობა ავტორის მიერ შესრულებული ილუსტრაციების გამოფენაც.
ლიზი ბუდაღაშვილი უკრავს, ხატავს და წერს. ის არაერთი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია.

