მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორები ერთ კომპოზიციაში

7 მაისი, 2016

kompozitorebiვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრანც შუბერტი, რიხარდ შტრაუსი, იოზეფ ჰაიდნი, პეტრე ჩაიკოვსკი, იოჰანეს ბრამსი, ანტონიო ვივალდი, რობერტ შუმანი, ანტონინ დვორჟაკი, რიხარდ ვაგნერი, ფელიქს მენდელსონი, იოჰან სებასტიან ბახი, კამილ სენ-სანსი, ჯუზეპე ვერდი, ლუიჯი ბოკერინი, ნიკოლო პაგანინი, ედვარდ გრიგი, ფრიდერიკ შოპენი, ერიკ სატი, კლოდ დებიუსი, გუსტავ ჰოლსტი, ფერენც ლისტი, ჟაკ ოფენბახი, სერგეი რახმანინოვი, ჯონ უილიამსი, ბედრჟიხ სმეტანა, ალექსანდრე ბოროდინი, იოჰან შტრაუსი, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი, ედვარდ ელგარი, იოჰან პაჩელბელი – ეს იმ კომპოზიტორების ჩამონათვალია, რომლებიც კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა ერთ კომპოზიციაში გააერთიანეს.

6 წუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც ამ ცნობილი კომპოზიტორების ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებების კოლაჟით არის შექმნილი, არც ერთ მელომანს არ დატოვებს გულგრილს.

თუკი კლასიკური მუსიკის მოყვარული ბრძანდებით, ეს ვიდეო, რომელსაც ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს, თქვენთვისაა. ის მსოფლიო კლასიკაში გამოგზაურებთ და საუკეთესო მოგონებებს გაგიღვიძებთ.

გააზიარეთ