ზვიად გამსახურდიას დაუჯერებელი წინასწარმეტყველება

კითხვის დრო: 2 წთ.

ზვიად გამსახურდიას დაუჯერებელი წინასწარმეტყველება– ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა, – ამბობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ის ჩვენი ქვეყნის მომავალს წინასწარ ჭვრეტდა. ამის დასტურია გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გაკეთებული განცხადება:

“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს სიყვარულით იყო აღსავსე. შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ არის. მე გადავდგები, მე წავალ, მაგრამ კარგად ვხედავ, რაც მოხდება ჩემი გადადგომის შემდეგ: კუთხე კუთხეს გადაეკიდება, ქალაქი – სოფელს. თვით ნათესავებსა და ოჯახებშიც კი მოხდება ურთიერთდაპირისპირება…

ერი შუაზე გაიხლიჩება, შური და მტრობა დაისადგურებს ყველგან, კრიმინალური ელემენტები გაბატონდებიან და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, სანამ ერი გონზე მოვა და ძალას მოიკრებს.”

Artinfo.ge