ზურაბ ქაფიანიძის დაუვიწყარი სიკეთე

კითხვის დრო: 1 წთ.

ზურაბ ქაფიანიძის დაუვიწყარი სიკეთემსახიობ ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრებასთან დაკავშირებით, მისი კოლეგები და მეგობრები არაერთ საინტერესო ისტორიას იხსენებენ ხოლმე.

იგი არა მარტო დიდი მსახიობი იყო, არამედ დიდი გულიც ჰქონდა:

“ერთხელ, მძიმე წლებში, მსახიობმა ცოტაოდენი ფული აიღო. მაღაზიაში შევიდა. ნახა, კაცი დგას, წვალობს… ფული არ ჰყოფნის. არ იცის, რა იყიდოს, რომ ოჯახი გამოკვებოს.

ზურაბ ქაფიანიძემ ჯიბიდან ფული ამოიღო:

– აი, ძმაო, ნახევარი შენ, ნახევარი – მე… იყიდე, რაც გინდა.

დამუნჯდა სიხარულით კაცი… სანოვაგით დატვირთული წავიდა შვილებთან…

წლების მერე საოცრება მოხდა. მოდიოდა მოწყენილი არტისტი ქუჩაში.

უცნობი შეეგება სიცილით:

– მე ის კაცი ვარ, თქვენ რომ 200 დოლარი მაჩუქეთ, ახლა მე მაქვს 1000 დოლარი ჯიბეში, ნახევარი თქვენ, ნახევარი – მე…

ასეა, სიყვარული არ იკარგება.”