ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, რომელსაც ახლობლები პიკოს უწოდებენ, 4 დეკემბერს 86 წლის გახდა. დამსახურებული ქართველი მხატვარი თავისი ნამუშევრების გამოფენას არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ხშირად აწყობს.
ისტორიის ფურცლები:
მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, საქართველოს მხატვართა კავშირში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში, ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ასევე ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

