
ისტორიის ფურცლები:
28 სექტემბერს, დღის საათებში, უჩა მიშველიძე ქრადიციულად დახვდა ეკა ჩხეიძეს საცხოვრებელ სახლთან და პნევმატური იარაღიდან გაისროლა. მსახიობმა 112-ში დარეკა. უჩა მიშველიძე ადგილზე დააკავეს. მან ბრალი აღიარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.
უჩა მიშველიძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

