ზაზა ურუშაძის “ანტონი” ტორონტოს კინოფესტივალზე

კითხვის დრო: 1 წთ.

ზაზა ურუშაძის “ანტონი” ტორონტოს კინოფესტივალზერეჟისორ ზაზა ურუშაძის უკანასკნელ ფილმს “ანტონი” ტორონტოს ებრაულ კინოფესტივალზე აჩვენებენ.

ოქროს გლობუსზე წარდგენილი დრამა რეალურ ისტორიაზეა გადაღებული. ზაზა ურუშაძის ნამუშევარი გერმანელებით დასახლებულ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ორი ბავშვის – კათოლიკე ანტონისა და ებრაელი იაკობის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს.

მსოფლიო პანდემიის გამო, კინოფესტივალი ოქტომბრის  ბოლოს ონლაინ გაიმართება.

Artinfo.ge