რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის ფილმი კიევის საერთაშორისო მართლმადიდებლურ კინოფესტივალზე “პოკროვი” საუკეთესოდ აღიარეს.
კინოფესტივალზე წარდგენილი 250 ნამუშევრიდან, ორაგნიზატორებმა 50 საუკეთესო ფილმი შეარჩიეს და მათ შორის მოხვდა ფილმი საქართველოდან.
ისტორიის ფურცლები:
ნამუშევარმა, რომელიც ემიგრანტებზეა და რეალურ ისტორიებს აერთიანებს, პროფესიონალურ ნომინაციაში პირველი დიპლომი მიიღო.
“ეპოქალური ტალღები – დაბრუნდებიან” – ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს, რომლის გადაღებებიც სალიტაციო ანჩისხატის მოლოცვის კვალდაკვალ 20-მდე ქვეყანაში მიმდინარეობდა.
ზაზა ნანობაშვილის ფილმი კიდევ რამდენიმე კინოფესტივალზეა მიწვეული.
