საოპერო მომღერალი გიორგი ონიანი 12 წლის პიანისტის გიორგი წიკლაურის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს და მისი უცხოეთში გამგზავრებისთვის დახმარებას ითხოვს:
“ეს პატარა პიანისტი არის 12 წლის გიორგი წიკლაური, დუშეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლე, უნიჭიერესი და დიდი ტალანტის მქონე.
ისტორიის ფურცლები:
უკვე მოასწრო საერთაშორისო კონკურსზე პრიზები და აღიარება… გიორგის კიდევ აქვს მოწვევები უცხოეთიდან, რათა კიდევ ერთხელ ასახელოს საქართველო..
ვთხოვ, ვისაც შეუძლია დააფინანსოს და სპონსორობა გაუწიოს ამ უაღრესად ნიჭიერ ბავშვს!”
