მარტვილში, დადიანთა ულამაზეს საშემოდგომო სასახლეში 29 სექტემბერს 18 საათზე ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის საღამო გაიმართება.
მსმენელის წინაშე წარსდგებიან საფორტეპიანო ტრიო ACCIO – ავსტრია; კლასიკური აკორდეონის ტრიო INDEED – ლიეტუვა; გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.
ისტორიის ფურცლები:
პროგრამაშია ვივალდის, ბახის, ჰაიდნის, შუბერტის, რეშის, შოსტაკოვიჩის, ვოიტენკოს, ზოლოტარიოვის, კუკო პენიას, პიაცოლას, ლაურიდსენის, ჩლაიძის, კეჭაყმაძის, ბოლქვაძის ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები
ფესტივალის ორგანიზატორები არიან შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – დირექტორი.

