
ისტორიის ფურცლები:
ქართული ეკლესია–მონასტრები არაერთხელ მოხვდა უცხოური ტელევიზიებისა თუ გამოცემების ეპიცენტრში. ამჯერად საფრანგეთში გამოიცა წიგნი “ევროპის მონასტრები”, სადაც ორი ქართული მონასტერია შესული – ვარძია და ბოდბე. წიგნთან ერთად მომზადდა სპეციალური ფილმიც ამ მონასტრების შესახებ, რომელიც ევროპის ტელევიზიებით ნოემბრიდან ყოველკვირეულად გავა.

