ვანის ქვაბების უდაბნო-მონასტერი, რომელიც VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია, ტურისტებისთვის დაიკეტება.
ისტორიის ფურცლები:
ეს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ილიაუნის სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე მიიღო.
დასკვნიდან ცნობილი ხდება, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება საშიშია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანებული ადგილები ჩამოინგრეს.

