ნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტაძარი XVI-XVII საუკუნეებით არის დათარიღებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, ეს სულაც არ უშლის ხელს მავანს მისი კედლები დააზიანოს.
ამას ემატება შეშის ღუმელი, რომლის საკვამურიც ტაძრის ერთ-ერთ ფანჯარაში გადის და ბოლი ეკლესიის ორნამენტებს ჭვარტლავს. ფოტოები ინტერნეტში ლიკა ფოცხიშვილმა გაავრცელა.
ისტორიის ფურცლები:
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რეგიონებში მდერაბე კულტურულ ძეგლებს ვიზიტორები აზიანებენ და საუკუნეების წინ აშენებულ ტაძრებს საკუთარ სახელებს და სამახსოვრო თარიღებს აწერენ.


