მაშინ, როდესაც ნოდარ დუმბაძის საოცნებო მზიურმა ახალი სიცოცხლე დაიწყო და სარემონტო სამუშაოები დაიწყო, მე, ბებია, ილიკო და ილარიონის ძეგლზე ვანდალიზმი განხორციელდა.
ინფორმაცია და ვანდალიზმის ამსახველი ფოტოები “ახალი მზიურის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:
“დასანანია, ეს ხდება მაშინ, როცა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. იმის მაგივრად, რომ გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მზიურს, აი ასე დაგვხვდა მე, ბებია, ილიკოს და ილარიონის ძეგლი…
ისტორიის ფურცლები:
ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას, რომ დააბრუნონ დაცვის პოლიციის თანამშრომლები მზიურის ტერიტორიაზე.
იმედი გვაქვს, დროულად გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას.”

