ვანდალიზმი ბათუმში

კითხვის დრო: 1 წთ.

ვანდალიზმი ბათუმშიბათუმში 16 სექტემბერს BIAFF – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.

გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კი ევროპის მოედანზე განთავსებული კინოფესტივალის სიმბოლო – ცხენთევზა დააზიანეს. კინოფესტივალის სიმბოლო ბათუმში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა.

ცხენთევზას დაზიანების გარდა, დაუდგენელმა პირებმა გარეგანათების ტრანსფორმატორიც მოიპარეს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმებს სწორედ ევროპის მოედანზე წარმოადგენს.

Artinfo.ge