ვალერიან შიუკაშვილს პრემია მიანიჭეს

კითხვის დრო: 1 წთ.

ვალერიან შიუკაშვილს პრემია მიანიჭესპიანისტს და “არტ აკადემიის” დამფუძნებელს ვალერიან შიუკაშვილს პრემია მიანიჭეს. ხელოვანი ჯილდოთი იმ საქმეების გამო დასაჩუქრდა, რასაც თავისი მოღვაწეობით მომავალი თაობებისათვის აკეთებს.

დაჯილდოვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელოვანმა თავად გაავრცელა:

“დღეს მომცეს პრემია. მადლობა სენაკს, მადლობა სამეგრელოს.”

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვალერიან შიუკაშვილს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პიანისტმა სპეციალური სიგელი და მედალი მიიღო.

Artinfo.ge