
უტა კახნიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, სადაც მისივე ინიციატივით შეიქმნა ,,თავისუფალი სახელოსნო”. დღეს ავტორი მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებაში, ვიდეოარტში, აწყობს პერფორმანსებს. მხატვარს საქართველოში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, ასევე მონაწილეობდა ერთ ჯგუფურ გამოფენაში.
ისტორიის ფურცლები:
მხატვარს აინტერესებს სივრცე, რომელიც მისთვის შემოსაზღვრული რეალობის მიღმა არსებობს. განწყობა, რომელიც მხატვრის შინაგან რიტმს მოსდევს ნამუშევრებში ნათლად აისახება და სრულიად განსხვავებულ, დღევანდელობისთვის უცხო ნიშნებს იძენს.
გამოფენა ისტორიის მუზეუმში 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

