ქართული თეატრის გამორჩეული მსახიობის უშანგი ჩხეიძის პორტრეტი, სადაც იგი ჰამლეტის როლშია დახატული, ხელოვნების სასახლეს გადაეცა.
მონუმენტური და შთამბეჭდავი ნამუშევრის ავტორი XX საუკუნის ცნობილი ქართველი ფერმწერის კორნელი სანაძის შესრულებულია.
ისტორიის ფურცლები:
ნახატი უკვე მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია და მისი ნახვა მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:
“უშანგი ჩხეიძე ჰამლეტის როლში – მონუმენტური და შთამბეჭდავი პორტრეტი, ოჯახთან მოლაპარაკებების შემდეგ ხელოვნების სასახლის კუთვნილება გახდა.”
