ულამაზესი მიძღვნა ბუბა კიკაბიძეს

კითხვის დრო: 1 წთ.

გამორჩეულ მსახიობსა და მომღერალს ბუბა კიკაბიძეს კომპოზიტორმა და პოეტმა დათო ევგენიძემ ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“ბუმბერაზები წავიდნენ
დაპატარავდა თბილისი…
აღარც პავლე გვყავს მედროგე
ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის
არ დაიდარდო რადგანაც –
ის ჩვენ გულებში დარჩება,
სიკვდილი მხოლოდ ხიდია –
მწამს სიყვარული არ ცვდება…
ასწლეულები ჩაივლის
ვინ დაივიწყებს იმ კინოს –
ისევ სიყვარულს დაეძებს
შეყვარებული მიმინო…”

Artinfo.ge