კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო მშენებლობა გამოვლინდა. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან შეთანხმებით მომზადებული პროექტის მიმართ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენიშვნები თავიდანვე ჰქონდა.
ისტორიის ფურცლები:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობნში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალ ტაძარს არქიტექტურული ნორმების დარღვევით აშენებდნენ.
ეკლესიის ნანგრევებზე დაწყებული უკანონო მშენებლობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით უკვე შეჩერებულია.
