”ისევ მიდიხარ”, ”მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული”, ”სანთლები”, ”ჭაღარა” – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც გამორჩეული და განუმეორებელი ხმით ასრულებდა მედეა ძიძიგური.
ცნობილ მომღერალს მისმა ერთგულმა მსმენელებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა უკანასკნელი საჩუქარი გაუკეთეს.
ისტორიის ფურცლები:
ასოციაციამ „კულტურათა დიალოგი XXI“ არაჩვეულებრივი მომღერლის ხსოვნას პატივი ორიგინალურად მიაგო და გამოსცა ალბომი “აღარასოდეს განმეორდები”.
ალბომის სახელწოდება მედეა ძიძიგურის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის სათაურია. მასში მომღერლის მიერ შესრულებული 27 სიმღერაა შეტანილი. ალბომის პრეზენტაცია ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
