
ინფორმაცია მამუკა ლომაშვილმა გაავრცელა:
“იუმორინას” ერთ-ერთ კონცერტზე 15 ავტობუსი დავითვალე რაიონიდან ჩამოსული… ეს მაშინ, სანამ ფილარმონიის არენდა 23.000 გახდებოდა…
გუშინ ჩემმა მეგობარმა, რომელიც მერიაში მუშაობს, დანანებით მითხრა, ამათმა “იუმორინაც” არ დააფინანსესო… გული დამწყდა.. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებას არ ვეხატებოდით გულზე და უფრო მეტიც… ასეთი რამ არ გაუკეთებიათ…
“იუმორინამ” საქართველოს შეუნარჩუნა ძველი ტრადიციები და სალაპარაკო ჟანრის მსახიობები. მე ამ პროექტში აღარ ვარ და იმედია სუბიექტურად არ გაიგებთ ჩემს ნათქვამს…
ისე, დღევანდელ ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში არიან, ჩვენი დიდი დამსხურებაცაა. სამწუხაროდ, არც “კომედი შოუს” კონცერტები დაფინანსდა…”

