15 წლის კომპოზიტორმა ცოტნე ზედგინიძემ გერმანიაში, ზალცბურგის ფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან თავისი სიმფონიის მსოფლიო პრემიერა გამართა. შესრულდა ცოტნეს სონატაც, რომელიც კომპოზიტორმა ქართველ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს სპეციალურად დაუწერა. საღამოს ცნობილი მუსიკოსი ფრანსუა ლელუ დირიჟორობდა.
ისტორიის ფურცლები:
მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე საერთაშორისო მუსიკალურმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში მოცარტს შეადარა.
