ცნობილი ქართველი მხატვრები დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღსადგენად ერთიანდებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და ნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების „პატრიარქის მხედრობა“ ორგანიზებით საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება.
ისტორიის ფურცლები:
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ცნობილი მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს გასაყიდად გამოიტანენ.
შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას.
საქველმოქმედო გამოფენა 16 დეკემბერს სამების ტაძარში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
