
ისტორიის ფურცლები:
“წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: – გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: – წვიმს!
ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: – წავალ, რა!
გარეთ გახედებ: – წვიმს!
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!”

