პირველ ივნისს თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ერევანს ესტუმრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალში “თოჯინები მშვიდობისა და კულტურათაშორისი დიალოგისათვის” (“Puppets for Peace and Intercultural Dialogue”).
ისტორიის ფურცლები:
ფესტივალის პროგრამის მიხედვით, თბილისის თოჯინების თეატრი 4 ივნისს ითამაშებს ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “იავნანამ რა ჰქმნა?!”
წლევანდელი ფესტივალი “იუნესკოს” 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
