თიბისი გალერეაში საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება

კითხვის დრო: 1 წთ.

თიბისი გალერეაში საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება23 იანვარს თიბისი გალერეაში ელენე ბლუაშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული 50 ფოტო.

28 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ელენე ბლუაშვილის გამოფენა მისმა მეგობრებმა ფოტოხელოვანის 30-ე დაბადების დღეს მიუძღვნეს.
გამოფენა საქველმოქმედოა. შემოსული თანხა მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრების ბინადრებს მოხმარდება.

ელენე ბლუაშვილის ფოტოების გამოფენა თიბისი გალერეაში 30 იანვრამდე გაგრძელდება.

Artinfo.ge