თეონა დვალის მიერ იტალიაში აჟღერებული მეგრული ნანა

კითხვის დრო: 1 წთ.

თეონა დვალის მიერ იტალიაში აჟღერებული მეგრული ნანაქართველმა სოპრანომ თეონა დვალმა იტალიაში სოლო კონცერტი გამართა.

საკონცერტო პროგრამაში სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად თეონამ ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დამუშავებული მეგრული ნანა შეასრულა.

თეონა დვალი:

“მინდა გაგიზიაროთ მეგრული ნანა (დამუშავებული ოთარ თაქთაქიშვილის მიერ), რომელიც ბევრ სხვა ნაწარმოებთან ერთად შევასრულე ჩემს სოლო-კონცერტზე იტალიაში 24 თებერვალს.

კონცერტმაისტერი არაჩვეულებრივი ფაბიო ჩენტანნი. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.”

 

Artinfo.ge