თენგიზ აბულაძე გიორგი შავგულიძეზე

კითხვის დრო: 1 წთ.

რეჟისორი თენგიზ აბულაძე ტრაგიკულად გარდაცვლილ მსახიობზე – გიორგი შავგულიძეზე ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა და მას ნიკალას ადარებდა:

“ლერწამივით მოსული, ლამაზი, ბავშვივით უშუალო და მიამიტი, ზოგჯერ ნიკო ფიროსმანის ტყუპისცალად მეზმანებოდა. ანგელოზები ეჯდა სულში ნიკალასავით. თავდავიწყებით ქმნიდა ხატებს ნიკალასავით, ღვინოც უყვარდა ნიკალასავით, შემდეგ კი გაჰქრა ნიკალასავით; მოულოდნელად, ყოვლად უაზროდ დათმო სამზეო…”