საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 21 დეკემბერს ატარებს მოკლე ფილმების ფესტივალს სახელწოდებით “ყველაზე მოკლე დღე”.
ისტორიის ფურცლები:
ფესტივალის პროგრამაშია ფილმები “ტრანზიტში” (სედრიკ კლაპიში), “თხუთმეტი წლის ქვრივები” (ჟან რუში), “ყველა ბიჭს ჰქვია პატრიკი” (ჟან-ლიუკ გოდარი), “როკის სახსოვრად) (ფრანსუა რაიხენბახი). მაყურებელთა სურვილის შემთხვევაში პროგრამა შეიძლება შეივსოს შემდეგი ფილმებით: “აისა” (კლემან ტრეინ-ლალანი), “გადახვევა პანამაში” (კარინ მე, ჰაკიმ ზუანი), “ეს სინათლესთან ერთად დადგება” (ლუსი ბოდინო), “შოპინგი” (ვლადილენ ვიერნი).
ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბ-ტიტრებით და მათზე დასწრება თავისუფალია.
