თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის

კითხვის დრო: 1 წთ.

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვისთბილისის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, რომელშიც წლების განმავლობაში “მიხეილის საავადმყოფო” იყო განთავსებული, ცეცხლი უკიდია.

“მიხეილის საავადმყოფოს” კომპლექსში შემავალი ნაგებობებიდან, 4 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ინფორმაციას ხანძრის შესახებ მსახიობი და რეჟისორი მამუკა ლომაშვილი ავრცელებს:

“მიხაილოვის საავადმყოფო უნდა დამწვარიყო… აბა ისე ვერ დაანგრევდნენ… სახელმწიფო კი არა, საქათმეა…”

Artinfo.ge