ერეკლეს მოედანზე არსებულ სკვერში ულამაზესი შადრევანი დგას, რომელიც წლების წინ საფრანგეთში კარლო და თინა ინასარიძეებმა შეიძინეს და თბილისში გამოაგზავნეს.
“ტფილისის ჰამქარის” ინფორმაციით, ამჟამად შარდევანი დაზიანებულია:
“1991 წლის 26 მაისს, კარლო და თინა ინასარიძეები ზვიად გამსახურდიას სახელზე გაგზავნილ წერილში წერდნენ: “ჩვენ შევისყიდეთ საფრანგეთში ე.წ. “Fontaine Wallace” ე.ი. „ვალასის წყარო“, ან „ვალასის შადრევანი“, რომელიც გვსურს ვაჩუქოთ ჩვენს დედაქალაქ თბილისს… ტრანსპორტირების ხარჯები დაფარულია.”
რამდენიმე წლის წინ სკვერი გაიხსნა, საზოგადოებისთვის..
ისტორიის ფურცლები:
ეს შადრევანი დღესაც დგას, ერეკლეს მოედანზე არსებულ სკვერში, თუმცა – დაზიანებული.
შადრევნის გუმბათი გატეხილია, გუმბათის დამაგვირგვინებელი დეკორატიული ელემენტი დაკარგული…”


