თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს.
თეატრის მსახიობები უნდობლობას უცხადებენ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევენ.
ისტორიის ფურცლები:
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის წევრებმა უკიდურეს ფორმას მიმართეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ნინო გოგინაშვილმა გაავრცელა:
“2016 წლის 15 ივლისიდან, ვიდრე ბატონი დავით კინწურაშვილი არ დატოვებს დაკავებულ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას, არ მივიღებთ მონაწილეობას არცერთ სპექტაკლში.”
