თავისუფალი თეატრი სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს

კითხვის დრო: 1 წთ.

თავისუფალი თეატრი სპექტაკლების ჩვენებას წყვეტსრეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ 16 წლის წინ დაარსებული თავისუფალი თეატრი, რომელიც მაყურებელში დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს, სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს.

ისტორიის ფურცლები:

ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფალი თეატრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“30 აპრილიდან პირველ ოქტომბრამდე “თავისუფალი თეატრის” რეკონსტრუქციის გამო, თეატრი წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას. ნახეთ 29 აპრილს “თავისუფალი თეატრის” საუკეთესო სპექტაკლი “კავკასიური ცარცის წრე” – აზდაკის როლში გოგა ბარბაქაძე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ თეატრის მთელი დასი.”

Artinfo.ge