თათია თათარაშვილის უდიდესი განსაცდელი

კითხვის დრო: 2 წთ.

თათია თათარაშვილის უდიდესი განსაცდელიმსახიობ თათია თათარაშვილს ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელი აქვს – მარტოხელა დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

“მეგობრებო, გულწრფელი და მტკივნეული თხოვნით მოვედი თქვენთან. ჩვენს საყვარელ მეგობარსა და ახალგაზრდა კოლეგას, თათია თათარაშვილს, ონკოლოგიური დიაგნოზი დაუდგინდა. იმისთვის, რომ დაზუსტდეს დიაგნოზი და სწორად დაიგეგმოს მკურნალობა და ოპერაციის შემდგომი ეტაპები, თათიას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გამგზავრება.

თათია არის ძალიან მშრომელი, უბოროტო და საოცრად წესიერი ადამიანი. ის მარტოხელა დედაა და დღეს ჯანმრთელობის ამ მძიმე პრობლემასთან ერთად, კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას — გარკვეული მიზეზების გამო, შვილთან ერთად უსახლკაროდაც რჩება.

ძალიან გვიჭირს იმის ყურება, როგორ უწევს ერთ ადამიანს ამდენი ტკივილის ერთდროულად ტარება. ამიტომ ამ ბრძოლაში თათიას მარტო ვერ დავტოვებთ.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ ის სოლიდარობა, რითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის გამოირჩევა. ვისაც რამდენის შესაძლებლობაც გაქვთ — თუნდაც მცირე თანხით — დავეხმაროთ, რომ მან შეძლოს საჭირო მკურნალობის დაწყება და ამ რთულ გზაზე გავხდეთ მისთვის იმედი და ნუგეში.

გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს.

ყველა სიკეთე, რომელსაც დღეს თათიასთვის გავაკეთებთ, ასმაგად დაგიბრუნდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.”

მიმღები – თათია თათარაშვილი
#GE31TB7232045064300007
თიბისი
#GE58BG0000000581128803
საქართველოს ბანკი

 

Artinfo.ge