
“ამ თემაზე ერთხელაც დავწერ, დახმარებისთვის ერთხელაც მოგმართავთ და ბოლო იქნება.
ეს იმ ადამიანის ფოტორობოტია, რომელმაც 1984 წლის სექტემბერში თბილისის მეორე სამშობიაროში გამაჩინა.
ისტორიის ფურცლები:
გადმოცემით (მაგრამ არა დაზუსტებით) ვიცი, რომ იყო სამტრედიიდან და ქონდა მუსიკალური განათლება . როგორც ამბობენ “მამაც” სამტრედიელი იყო, ნომრიან სათვალეს ბავშვობიდან ატარებდა და ისიც მუსიკოსი გახლდათ. როგორ შეიძლება 2 ადამიანი ცამ, ან მიწამ ჩაყლაპოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია…
თუ ვინმეს ფოტო გეცნობათ, მსგავსი ისტორიისთვის ყური მოგიკრავთ, ან 1984 წელს მეორე სამშობიაროში იმშობიარეთ, გთხოვთ გამომეხმაუროთ. ანონიმურობა გარანტირებულია.”


