ქართულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონარქის – თამარ მეფის შესახებ თითქმის ყველა ქართველმა იცის ესა თუ ის ისტორია, თუმცა თითქმის არავინ არაფერი იცის მისი ანდერძის შესახებ.
გაიხსენეთ:
არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი თემურ ცაგურია თამარ მეფის ანდერძს ლექსად გვთავაზობს:
“მთა-ველიდან – მთა-ველამდე, მტკაველიდან – მტკაველამდე,
შენი მიწა, შენი კერა, ეს ლექსი და ეს სიმღერა,
მთიდან – მთამდე, ციდან – ცამდე საქართველო უნდა გწამდეს!
ხავერდიდან – ჭილოფამდე, ზეიმიდან – ჭრილობამდე,
მთიდან – მთამდე, ციდან – ცამდე, საქართველო უნდა გწამდეს.
უნდა ცვარი ასვა მიწას, უნდა მზე უნათო ვარდებს,
საქართველო დასაფიცად ერთადერთი უნდა გყავდეს,
მთიდან – მთამდე, ციდან – ცამდე საქართველო უნდა გწამდეს!”
