
“სიზმრად ვნახე თეთრი გედი… ნეტავ, დედა, რაო
სანთლები და მგალობლები… ნეტავ, დედა, რაო
დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა… და მღეროდა… ნეტავ, დედა, რაო
– თეთრი გედი მღეროდაოი ვაჰ, შენს დედასო!…
შენს სიმღერით მომიკვდები… ვაჰ, შენს დედასაო!
– ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა… ნეტავ, დედა, რაო
– თეთრი კაბა წყალს მიჰქონდაი ვაჰ, შენს დედასაოი
შვილო, შავეთს გათხოვდები… ვაჰ, შენს დედასაო!
– მიწას ხარი ჩაღმუოდა… ნეტავ, დედა, რაო
– შვილო, მამაშენი არი… ვაჰ, შენს დედასაო!
– ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო
– ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!
– ვითომ ყვავილები წვიმდა… ნეტავ, დედა, რაო
– საქართველო ატირდება… ვაჰ, შენს დედასაო!…”

