
მომავალ წელს ქართველ ლამაზმანს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. როგორც მოდელის დედა ნინო ცქიტიშვილი აცხადებს, თაკოს მისი სააგენტო ნექსთი Victoria’s Secret-ისთვის ამზადებს.
ეს ინფორმაცია ნინო ცქიტიშვილმა ეკა ხოფერიას შოუში სტუმრობისას გაასაჯაროვა:
“თაკოს ვიქტორია სეკრეტის კასტინგისთვის ამზადებენ. ვიქტორია სეკრეტი არ არის მაღალი მოდა და ახლოსაც ვერ მივა იმ დიდ ბრენდებთან, მაგრამ ნექსთი ამბობს რომ აღიარებისთვის ვიქტორია სეკრეტი კარგი ტრამპლინი იქნება. იქ გოგო რომ გამოვიდეს, ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს – სიმაღლე, ფიგურა, სახე, ყველაფერს ითხოვენ. არ ვიცი, მიჭირს წინასწარ თქმა, მაგრამ ნექსთი თაკოში ხედავს ამის შესაძლებლობას. ახლა სწორედ ამისთვის ამზადებენ და მომავალ წელს, როდესაც 18 წლის გახდება, მივა ვიქტორია სეკრეტის კასტინგზე.”

